გაკვეთილის დაგეგმვა
მსოფლიოში საკლასო დაკვირვების ორი მეთოდი არსებობს პირველი , როდესაც დამკვირვებელ-შემფასებელი ესწრებიან გაკვეთლს , შეფასების რუბრიკის საშუალებით ხდება გაკვეთილის შეფასება და მეორე ვიდეოგაკვეთილი , ანუ პროცესი , როდესაც მასწავლებელს ეძლევა საშუალება ჩაიწეროს რამოდენიმე ე.წ ”მუშა გაკვეთილი” (და არა საჩვენებელი) , შემდეგ თავად შეაფასოს რომელია უფრო უკეთესი და გამოიყენოს როგორც გარედაკვირვებისათვის (ანუ შესაფასებლად) ასევე გამოცდილების გასაზიარებლად ; მე ვფიქრობ, ეს პროცესი ძალიან საინტერესოა , ამიტომ როგორც კი შემომთავაზეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტებმა ჩაგვეწერა ჩემი გაკვეთილი უარი არ მითქვამს, სიამოვნებით დავთანხმდი 1. შევძლებდი ”პილოტირება ” გამევლო იმ სიახელის შემეცნებაში, რაც მომავალი წლიდან მასწავლებლებს შეგვეხება 2. გამეგო , როგორ შეაფასებდნენ ჩემ გაკვეთილს . 3. შევძლებდი გამეზიარებინა გამოცდილება სხვებისთვის ;
დავიწყებ გამოცდილების გაზიარებიდან , აქვე დავამატებ, ეს იყო ჩვეულებრივი ე. წ
”მუშა გაკვეთილი” , რომელიც დავგეგმე ისე, როგორც ჩემი ერთ-ერთი სასწავლო პროცესი ჩემ
მოსწავლეებთან . გაკვეთილის დაგეგმვა ზოგადად
ყველას შეგვიძლია, მაგრამ მთავარია როგორ დავგეგმავთ, რამდენად მივაღწევთ მიზანს,
რა მეთოდებს გამოვიყენებთ მოსწავლეებში იმ
უნარ-ჩვევების განსავითარებლად, რომელიც აუცილებელია ყოველდღიურ ცხოვრებაში , რაც არასოდეს მავიწყდება გაკვეთილის დაგეგმვისას ეს არის სწორად შევარჩიო ის სტრატეგიები და მეთოდები , რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ სწავლების პროცესი უფროს საინტერესო , შემეცნებითი და სახალისო გავხადო ; სანამ უშუალოდ ჩემი ვიდეოგაკვეთილის შეფასებასა და უკუკავშირზე მოგახსენებთ, შევეცდები გაგიზიაროთ ის საფეხურები , რომელსაც აუცილებლად ვითვალისწინებ გაკვეთილის გეგმის შედგენისას :
1.გამოწვევა
(შესავალი) ; ამ დროს სასურველია მოხდეს მოსწავლეთა შთაბეჭდილებების,
ემოციების გააქტიურება იმ თემის შესახებ , რომელზედაც მოგვიწევს საუბარი . სწორად შერჩეული
რესურსი მოგვცემს საშუალებას მოსწავლეებმა გაიხსენონ რა იციან შესასწავლი საკითხის
ირგვლივ და ასევე დაიწყებენ ფიქრს იმაზე, თუ რა შეიძლება შეიძინონ ახალი, ანუ როგორ
მოახდინონ ცოდნის კონსტრუირება .
2. სიღრმისეული წვდომა
(მასალის მიწოდება) ამ დროს მოსწავლემ უნდა
შეძლოს შესასწავლი საკითხის შინაარსის გაგება, ამ დროს შესაძლებელია გამოვიყენოთ ან
ტექსტი, ან ვიდეო-მასალა, ასევე წინასწარ მომზადებული პრეზენტაცია , შეიძლება ვიზუალური
მასალაც ; ამ დროს ხდება უკვე არსებული ცოდნის
და ახლის შეჯერება; მასალის მიწოდებისას უნდა ვეცადოთ გამოწვევის დროს გაჩენილი ინტერესი
მოსწავლეებში არ დაიკარგოს და სურვილი გაუჩნდეთ გაიგონ მეტი , ვიდრე იქამდე იცოდნენ
3. გააზრების,
რეფლექსიი ეტაპი - მოსწავლეები უკვე ამთლიანებენ არსებულ და ახლად მიღებულ ცოდნას
, ხდება აზრების ურთიერთგაცვლა და მასალის შეჯერება;
გაკვეთილის დაგეგმვის წინ აუცილებლად გასათვალისწინებელია მოსწავლეების
წინარე ცოდნა , ეს მოგვცემს საშუალებას ეფექტურად დავგეგმოთ
გაკვეთილი ;
გაკვეთილის
სტრუქტურირების სტრატეგიები მასწავლებელმა უნდა შეარჩიოს მიზნის შესაბამისად. მე ძალიან
ხშირად ვიყენებ არაპირდაპირი სწავლების სტრატეგიას, რადგან ამ დროს მოსწავლეა სასწავლო პროცესის აქტიური მონაწილე , რომელიც ჩემი
დახმარებით თავად აგებს ცოდნას;
არაპირდაპირი სწავლება
ეფექტურია, რადგან :
·ხელს
უწყობს მოსწავლეების გააქტიურების და საგაკვეთილო პროცესში ჩართვას;
·მოსწავლე
ხდება მოტივირებული, იგი მოიძიებს ინფორმაციას, ახარისხებს , გაანალიზებს და შეაფასებს;
·მოსწავლეებში
ვითარდება კვლევის, ძიების და დამოუკიდებლად
მუშაობის უნარი ;
აქვე დავამატებ,
არაპირდაპირი სწავლების სტრატეგია არ ნიშნავს გამოვრიცხოტ პირდაპირი სწავლება , ეს ის პროცესია, როცა ცოდნა მოსწავლეებთან ჩვენი
საშუალებით მიდის, ყველაზე მეტად ჩვენთან გავრცელებულია ლექციური ტიპის გაკვეთილი
, მისი გამოყენება ეფექტურია , როცა გვსურს მოსწავლეებს სწრაფად გადავცეთ დიდი მოცულობის
ინფორმაცია ;
მაგრამ აქვე გასათვალისწინებელია პირდაპირი სწავლების
არაეფექტურობაც :
·მოსწავლეების
ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში ნაკლებია
·მოსწავლეები
არიან პასიურები
·ანალიზის
და შეფასების უნარი ამ შემთხვევაში ნაკლებად ვითარდება ;
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს ორივე სტრატეგია ერთ
გაკვეთილზე შესაძლებელია დაიგეგმოს, მაგ. ჯერ მოისმინონ მოსწავლეებმა მინი-ლექცია არსებული
საკითხის გარშემო და შემდეგ იმსჯელონ , შესაძლებელია ჯგუფური მუშაობაც და წყვილებში
მუშაობას, ეს უკვე თავად მასწავლებლის გადასწყვეტია , მთავარია არ გამოგვრჩეს შეფასება
და იმის გაგება , რა ცოდნით დავშორდით ჩვენ მოსწავლეებს , ეს კი გვჭირდება იმისათვის,
რომ შემდეგი გაკვეთილი უფრო ეფექტურად დავგეგმოთ
როგორ დავგეგმოთ კარგი გაკვეთილი?!
გაკვეთილის დაგეგმვა ნიშნავს აღვწეროთ ჩვენი აქტივობა
გაკვეთილის დაწყებიდან
დასრულებამდე, ჩვენ ვადგენთ გეგმას, რომელიც მოიცავს ”გაკვეთილის მიზანს , შესაბამის აქტივობებს , მოსწავლეთა ორგანიზების ფორმას , დროის განაწილებას, რესურსების ჩამონათვალს და შეფასებას ” (მანანა ბოჭორიშვილი) ვისაც გვიმუშავია გაკვეთილის გეგმაზე ეს პროცესი საკმაოდ ნაცნობია , გეთანხმებით იმ მოსაზრებაშიც, რომ გაკვეთილის მსვლელობის დროს შესაძლებელია მოვახდინოთ იმპროვიზაცია, შევცვალოთ ჩვენს მიერ შერჩეული შეკითხვები, ან დავამატოთ ახალი აქტივობა, მთავარია არ დაგვავიწყდეს უმთავრესი- ჩვენ უნდა შევძლოთ იმ ცოდნის ამოქმედება გაკვეთილის დასაწყისშივე , მოსწავლეებში უნდა გაჩნდეს მოტივაცია გაიგონ უფრო მეტი ვიდრე იციან და რაც მთავარია აქტიურად იყვნენ ჩართული სწავლების პროცესში მთელი კლასი ;
დასრულებამდე, ჩვენ ვადგენთ გეგმას, რომელიც მოიცავს ”გაკვეთილის მიზანს , შესაბამის აქტივობებს , მოსწავლეთა ორგანიზების ფორმას , დროის განაწილებას, რესურსების ჩამონათვალს და შეფასებას ” (მანანა ბოჭორიშვილი) ვისაც გვიმუშავია გაკვეთილის გეგმაზე ეს პროცესი საკმაოდ ნაცნობია , გეთანხმებით იმ მოსაზრებაშიც, რომ გაკვეთილის მსვლელობის დროს შესაძლებელია მოვახდინოთ იმპროვიზაცია, შევცვალოთ ჩვენს მიერ შერჩეული შეკითხვები, ან დავამატოთ ახალი აქტივობა, მთავარია არ დაგვავიწყდეს უმთავრესი- ჩვენ უნდა შევძლოთ იმ ცოდნის ამოქმედება გაკვეთილის დასაწყისშივე , მოსწავლეებში უნდა გაჩნდეს მოტივაცია გაიგონ უფრო მეტი ვიდრე იციან და რაც მთავარია აქტიურად იყვნენ ჩართული სწავლების პროცესში მთელი კლასი ;
მაგალითისთვის, გავიხსენებ ჩემ გაკვეთილს მეხუთეკლასელებთან;
საგანი- ჩვენი საქართველო
კლასი - V
რიცხვი
თვე, წელი
|
გაკვეთილის
სასწავლო
მიზანი
|
მიზნის
მისაღწევი
ამოცანები
|
მოსწავლეთა
ორგანიზების
ფორმა
|
დრო
|
საჭირო
რესურსები
|
შეფასება
|
4ივნისი
2015 წელი
|
მოსწავლეებმა
შეძლონ გაგება რა მნიშვნელოვანი ძალისხმევა გაწიეს ქართველებმა 100-150 წლის წინ
საქართველოში
ქართული
ენის და განათლების მნიშვნელობის გასაზრდელად
|
ა)მოტივაციის
აქტივობა
ბ)მოსწავლეებმა
შეძლონ გაანალიზონ
რა
მნიშვნელობა აქვს განათლებას
გ)
იმსჯელონ , შეადარონ და შეაფასონ მოსწავლეებმა
ძველი და ახალი პერიოდის განათლება
|
მთელი
კლასი
|
10-15წთ
10
წთ
20წთ
|
სახელმძღვანელო
რვეული, კალამი,
დაფა,
ცარცი, ლეპტოპი, პროექტორი, ეკრანი , თეთრი ფურცლები
წინასწარ
მომზადებული თვალსაჩინოებები , სურათები, პრეზენტაცია ;
|
განმსა-
ზღვრელი;
განმავითა-რებელი
|
როგორ შეიძლება დავაინტერესოთ ჩვენი მოსწავლეები ამ
თემით ?! რა თქმა უნდა მასწავლებელი თავად შემოქმედია ყველა გაკვეთილისა, არჩევნი მასზეა
როგორ დაგეგმავს და მიაწვდის მოსწავლეს მასალას , მე შევეცდები მოკლედ მოგახსენოთ
, როგორ შევძელი ჩამეტარებინა გაკვეთილი ისე, რომ საგაკვეთილო პროცესში ჩართული ყოფილიყო
ყველა მოსწავლე, ასევე ყველას შეძლებოდა საკუთარი აზრის დაფიქსირება, ნაბიჯ-ნაბიჯ გაეხსენებინათ ძველი ნაცნობი მასალა და ზედ ”დაეშენებინათ”
ახალი
გაკვეთილი ჩვეულებრივი შეკითხვით დავიწყე- თუ დაფიქრებულან როგორ სწავლობდნენ საუკუნეების წინ მათი თანატოლები და გამოუტანიათ დასკვნა რა არის ჩვენთვის მისაღები და რა არის სიახლე .. რადგან მოსწავლეებს, ზოგადად ,უკვე შესწავლილი ჰქონდათ შუა საუკუნეებში სად და როგორ იღებდნენ ბავშვები განათლებას, ამ კითხვამ მათი აქტიურობა გაკვეთილის დასაწყისშივე გამოიწვია , იმისათვის რომ უფრო მეტად ეგრძნოთ საკუთარი როლი გაკვეთილზე, ვთხოვე დაეფიქსირებინათ საკუთარი მოსაზრებები ( რა თქმა უნდა აქაც არ ვარღვევ ჩემ პრინციპს - ყველა აზრი მისაღებია , მაგრამ დასაფიქრებელი და გასაანალიზებელი სხვისი აზრიც უნდა გავითვალისწინოთ ) ვთხოვე შედარება გაეკეთებინათ ძველი და ახალი განათლების შესახებ , მოსწავლეებმა , რა თქმა უნდა , მოიშველიეს ტექნიკური საშუალებები და იმსჯელეს იმის შესახებ, რომ დღეს განათლება უფრო პროგრესულია , მაგრამ თავადვე დააფიქსირეს, რომ იციან ძველი პერიოდის ადამიანები , ვინც განათლებულები იყვნენ , რადგან პიროვნებები ახსენეს , მე მათ ვაჩვენე ილიას, აკაკის, იაკობ გოგებაშვილის სურათები და ვთხოვე გაეხსენებინათ, რა იცოდნენ მათ შესახებ , აღმოჩნდა , რომ მათ წინარე ცოდნა უკვე ქონდათ ,
მისულიყვნენ სკოლაში და აღმოეჩინათ, რომ მათ ქართულად საუბარი არ შეეძლოთ, რა გრძნობა დაეუფლებოდათ და რა შეიძლება მოეფიქრებინათ არსებული სიტუაციის გამოსასწორებლად. აქ რა თქმა უნდა ორი ფაქტი გაახსენდათ 1. აკაკი წერეთლის ”ჩემი თავგადასავალი ” და მოსწავლეებზე ძალადობა ( სახაზავით ”ხელებზე ცემა, ვინც ქართულად დაილაპარაკებდა ) და იაკობ გოგებაშვილი დედა-ენა .. რადგან კონკრეტული თემა ჩვენი გაკვეთილისა- წერა-კითხვის გამარცელებლი საზოგადოება იყო , სლაიდების და მცირე ტექტსების გაანალიზების საშუალებით მოსწავლეებთან ერთად გავიარე ის გზები, როგორ შეიძლებოდა დაგვეძლია პრობლემები მე-19 საუკუნეში და როგორ შევძელით მიგვეღწია საბოლოოდ უმაღლესი სასწავლებლის (უნივერსიტეტის გახსნამდე საქართველოში) საბოლოოდ შევაჯამეთ ჩვეულებრივი აქტივობით რა იცოდნენ , რა გაიგეს ახალი და რის შესახებ ისურვებდნენ კიდევ სიახლეს გაგებას ..
ამ გაკვეთილის
”სიახლე” ის გახლავთ, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტებმა ჩაიწერეს და ის ”აქციეს” ვიდეო-გაკვეთილად .. მოუთმენლად
ველოდი უკუკავშირს და შეფასებას ..ჩემი შეფასება
მოხდა შარლოტა დანიელსონის შეფასების ჩარჩოს II და III სფეროების მიხედვით , მთლიანი შეფასებით თავს არ
მოგაწყენთ , მაგრამ ნამდვილად ვერ დაგიმალავთ იმ საოცარ განცდას, რაც შეფასების ბოლოში ეწერა ”პედაგოგი მუდმივად კომუნიკაციაშია მოსწავლეებთან, ხშირად ინტერესდება მოსწავლეთა
დამოკიდებულებებით, მოსაზრებებით, მოსწავლეებს აძლევს საშუალებას ღიად გამოთქვან მოსაზრებები
და დისკუსიაში შევიდნენ ერთმანეთთან. პედაგოგი დისკუსიის წარსამართად მოსწავლეებს უსვამს
მაღალი კოგნიტური დონის კითხვებს და ცდილობს ყველა მოსწავლე ჩართოს მუშაობის პროცესში.
პედაგოგის მუშაობა შეფასდა შარლოტ
დანიელსონის ჩარჩოს კრიტერიუმების მიხედვით და პედაგოგს მიენიჭა გამორჩეული მასწავლებლის მეოთხე დონე. ”
ნინო აბულაძე -ისტორიის მასწავლებელი . ქ.თბილისი. ტიციან
ტაბიძის სახელობის 43-ე საჯარო სკოლა
გამოყენებული მასალა :
სასწავლო პროცესის
დაგეგმვა , მართვა , შეფასება
მასწავლებლის სამუშაო რვეული (გაკვეთილის დაგეგვის სქემები)
რედაქტორი მანანა ბოჭორიშვილი (გამომცემლობა ”ზეკარი”)
პრაქტიკული კვლევა სკოლებში ( ანა კვიჟინაძე , მიშა გიორგაძე)
18 коммент.:
გისურვებ წარმატებებს თქვენს მოსწავლეებთან ერთად.
გმადლობთ
წარმატებები, ნინო..
დიდი მადლობა
შესანიშნავია!სწორედ ასეთი გაკვეთილები სჭირდება თანამედროვე სკოლას!
გმადლობთ
ქალბატონო ნინო ძალიან მომწონს თქვენი აქტიურობა. თგვენგან ბევრის სწავლა შეიძლება. მადლობა ასეთი საინტერესო მასალებისთვის რომლებსაც თქვენ სოციალურ ქსელში აქვეყნებთ
გმადლობთ
zalian kargia, matematikis gakvetilze gamoviyeneb zog raes, tu nebas damrtavt
მიხარია ნინო. წარმატებებიიიიიიიიიიი <3
გილოცავთ წარმატებას,გმადლობთ ასეთი სასარგებლო რჩევებისთვის!
გმადლობთ, შეფასებისათვის, თუ გამოიყენებთ, მხოლოდ გამეხარდება
წარმატებებს გისურვებთ ნინო. მე ყოველთვის თვალს ვადევნებ თქვენს მუშაობას და მართლაც გამორჩეული პედაგოგი ბრძანდებით.
ძალიან მომეწონა.
თქვენ ძალიან მაგარი მასწავლებელი ხართ.
ბედნიერი ის სტუდენტები (კვიჟინაძე-გიორგაძე), რომლებიც თქვენთან მუშაობდნენ...
საინტერესო იქნებოდა ამ მასალის განხილვა, ბევრი სათქმელის საშუალებას იძლევა...
ძალიან დიდი მადლობა
Отправить комментарий