четверг, 23 июля 2015 г.

შეფასება

მასწავლებლის შეფასება შარლოტ დანიელსონის შეფასების ჩარჩოს II და III სფეროებისმიხედვით



შარლოტ დანიელსონის შეფასების ჩარჩოს მეორე და მესამე სფეროების მიხედვით შეფასდა ქ. თბილისის ტიციან ტაბიძის სახელობის 43-ე საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო აბულაძე.
  გაკვეთილზე დაკვირვებისას გამოიკვეთა,რომ პედაგოგი ქმნის ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთგაგებაზე დაფუძნებულ გარემოს. გაკვეთილის მიმდინარეობის პროცესში წაახალისებს მოსწავლეებს, ექცევა სამართლიანად და გამოირჩევა მოსწავლეებთან ფიზიკური სიახლოვით.
   პედაგოგი მოსწავლეებთან მუშაობას იწყებს იმის ახსნით თუ რას შეისწავლიან გაკვეთილზე და რა მოლოდინი უნდა ჰქონდეთ გაკვეთილისგან, ასევე აძლევს უკუკავშირს, ამოწმებს გაიგეს თუ არა თემა, რომელიც გაკვეთილის პროცესში იყო განხილული და გამოყოფს დროს გაკვეთილის შეჯამებისთვის.
  პედაგოგი მოსწავლეებს ასწავლის, რომ რასაც ისინი გაკვეთილის განმავლობაში სწავლობენ ღირებულია მათი პიროვნული განვითარებისთვის. პედაგოგი ხშირად იყენებს წამახალისებელს შეფასებებს და მოსწავლეებს აძლევს სტიმულს ისწავლონ და იმუშაონ შედეგის მისაღწევად.
  პედაგოგი მუდმივად კომუნიკაციაშია მოსწავლეებთან, ხშირად ინტერესდება მოსწავლეთა დამოკიდებულებებით, მოსაზრებებით, მოსწავლეებს აძლევს საშუალებას ღიად გამოთქვან მოსაზრებები და
დისკუსიაში შევიდნენ ერთმანეთთან. პედაგოგი დისკუსიის წარსამართად მოსწავლეებს უსვამს მაღალი კოგნიტური დონის კითხვებს და ცდილობს ყველა მოსწავლე ჩართოს მუშაობის პროცესში.

პედაგოგის მუშაობა შეფასდა შარლოტ დანიელსონის ჩარჩოს კრიტერიუმების მიხედვით და პედაგოგს მიენიჭა გამორჩეული მასწავლებლის მეოთხე დონე.